საფრანგეთი წვრთნების ჩატარებას გეგმავს, რომლის დროსაც რუსეთზე ბირთვული დარტყმების იმიტაცია იგულისხმება
საფრანგეთი პოლონეთთან ერთობლივად ბალტიის ზღვის თავზე და პოლონეთის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავს, რომლებშიც მრავალფუნქციური ავიაგამანადგურებელი, Rafale მიიღებს მონაწილეობას. ეს თვითმფრინავები ტაქტიკური ფრთოსანი რაკეტებით, ASMP-ით და ბირთვული იარაღით არის აღჭურვილი. სხვა დავალებებთან ერთად წვრთნების დროს, მათ შორის, რუსეთის და ბელარუსის ტერიტორიაზე დარტყმების იმიტაცია მოხდება. ამის შესახებ გამოცემა WP Wiadomości იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, საუბარია საფრანგეთის „ბირთვული ქოლგის“ გაფართოებაზე იმ ქვეყნებზე, რომლებსაც „კრემლის აგრესიული პოლიტიკა ემუქრება“.
2 მარტს წყალქვეშა ნავების ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზი ბირთვულ პოტენციალს გაზრდის და ქობინების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას აღარ გაავრცელებს.
რაც შეეხება პოლონელ პილოტებს, ისინი შორი დაზვერვით და მიზნების აღმოჩენით იქნებიან დაკავებულები. ასევე გამოყენებული იქნება ფრთოსანი რაკეტების, AGM-158-ის გაშვების იმიტაცია თვითმფრინავებიდან F-16 Fighting Falcon. ამ შემთხვევაში საფრანგეთისა და პოლონეთის სამხედრო ურთიერთქმედება ნატოს ბიუროკრატიულ პროცედურებს სცდება და საფრთხის შემთხვევაში ალიანსის სხვადასხვა წესების, მათ შორის მე-5 მუხლის გარეშე ურთიერთქმედების შესაძლებლობას ქმნის.