Loading data...
„სანქციები არ არის გამოსავალი“ - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო რუსეთისთვის რაკეტების გადაცემის ფაქტი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი უარყოფს ინფორმაციას, რომ ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გადასცა.

„კიდევ ერთხელ, აშშ და E3 მოქმედებენ გაუმართავი დაზვერვისა და მცდარი ლოგიკის საფუძველზე. ირანს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტები არ მიუწოდებია. წერტილი. სანქციების მომხრეებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ, როგორ შეუძლია ირანს, აწარმოოს და გაყიდოს ასეთი იარაღი? სანქციები არ არის გამოსავალი, არამედ პრობლემის ნაწილია“, - წერს აღაჩი.