1744366595
უცხოეთი
სან-ფრანცისკოში შიშველი ქალის ქანდაკება გაიხსნა

აშშ-ის ქალაქ სან-ფრანცისკოში შიშველი ქალის უზარმაზარი ქანდაკება გაიხსნა. ინფორმაციას sfgate.com ავრცელებს.
ქანდაკების სიმაღლე 45 ფუტია (13,7 მეტრი) და ის 32 000 ფუნტს (14 514 კგ-ს) იწონის. ქანდაკება Ferry Building-ის კოშკთან დაამონტაჟეს.
ქანდაკება, რომლის სახელწოდებაა «R-Evolution» იტალიელი წარმოშობის მხატვარმა მარკო კოკრანმა შექმნა. მან სახელი გაითქვა მსგავსი ტიპის ლითონის შიშველი ქანდაკებების შექმნით. თავდაპირველად ამ ქანდაკების დაყენება ვაშინგტონში იგეგმებოდა, მაგრამ საბოლოოდ ქალაქის ხელისუფლებამ ქანდაკების ზომის გამო ამაზე უარი განაცხადა.
შეთანხმების მიხედვით, ქანდაკება სან-ფრანცისკოში 6 თვის განმავლობაში იქნება დამონტაჟებული და შემდეგ ავტორებმა ის სხვაგან უნდა გადაიტანონ.