1766522071
უცხოეთი
„სამუშაოები შეჩერებულია“ - რუსეთი ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურას ურტყამს - Naftogaz
რუსეთმა თავდასხმის დროს „უკრნაფტას“ საწარმოო ობიექტებს დაარტყა, - მის შესახებ „ნაფტოგაზის“ თავმჯდომარემ სერგეი კორეცკიმ Facebook-ზე განაცხადა.
„რუსეთი აგრძელებს ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართულ თავდასხმებს. ღამის თავდასხმის დროს მტერმა „უკრნაფტას“ საწარმოო ობიექტებს დაარტყა“, - აღნიშნა კორეცკიმ.
მისი თქმით, დაშავებულები არ არიან. თუმცა, არის ნგრევა, სამუშაოები შეჩერებულია.
„ნაფტოგაზის ჯგუფის სპეციალისტები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ. რუსული თავდასხმების შემდეგ ინფრასტრუქტურის აღდგენა გრძელდება“, - დასძინა კორეცკიმ.