Loading data...
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სეული შემდგომ ზომებს მიიღებს, თუ უკრაინა საჯაროდ არ მოიხდის ბოდიშს ომის ტყვეების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების გამო

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ლი ჯე მიუნგის განცხადებით, თუ უკრაინა საჯაროდ არ მოიხდის ბოდიშს იმის გამო, რომ გაამჟღავნა ინფორმაცია სამხრეთში ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვის გადაყვანის შესახებ, შემდგომ ზომებს მიმართავს. 

როგორც სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქმე ეხება კორეელი ხალხისა და ერის ღირსებას.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა ლიმ უკრაინა „კორეის ნახევარკუნძულზე ომის პროვოცირების მცდელობაში“ დაადანაშაულა.

„ღრმა სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ შეთანხმების ფაქტების აღიარებისა და ბოდიშის მოხდის ნაცვლად, ისინი ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის გარდაუვალ სამხედრო დაპირისპირებაზე საუბრობენ“, - აცხადებს სამხრეთ კორეის პრეზიდენტი. 

ინფორმაციისთვის, მანამდე სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კიევმა ცალმხრივად გაასაჯაროვა ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვეების სამხრეთ კორეაში გადაყვანის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა წინასწარი შეთანხმება ამ საკითხის კონფიდენციალურობის დაცვის თაობაზე.

სეულმა კიევისგან ოფიციალური განმარტება და ბოდიშის მოხდა მოითხოვა.