Loading data...
სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმებას მხარი დაუჭირა

სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმებას დაუჭირა მხარი. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი იტყობინება. 

გადაწყვეტილებას სამხრეთ კორეის საკანონმდებლო ორგანოში შეკრებილმა 190-ვე დეპუტატმა მისცა ხმა. 

ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში შევიდნენ სამხედროები. შენობასთან კი იმართება საპროტესტო აქცია, სადაც პოლიციასთან შეტაკება მოხდა. 

ტერიტორიის თავზე სამი სამხედრო ვერტმფრენი დაფრინავს. 

შეგახსენებთ, მანამდე კი სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.