Loading data...
სამხრეთ კორეის ქალაქ დეჯონში ავტონაწილების ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა - Reuters

სამხრეთ კორეის ქალაქ დეჯონში ავტონაწილების ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა, 60 კი დაშავდა. ინფორმაციაზე Reuters წერს.

მედიის ცნობით, 25 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

კორეის უსაფრთხოების სამინისტროს ცნობით, ხანძარი პარასკევს, 20 მარტს გაჩნდა. მათი თქმით, ქარხანა Anjun Industrial-ს ეკუთვნოდა, რომელიც ძრავის სარქველებს აწარმოებს და თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Hyundai Motor და Kia Corp.

კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღმასრულებელმა დირექტორმა სონ ჯუ-ჰვანმა ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ კომპანია სრულად ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.