1756805157
უცხოეთი
სამხრეთ კორეის დაზვერვამ გაამხილა, რამდენი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში ომში

უკრაინაში ომში დაახლოებით 2 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა. ფხენიანმა, შესაძლოა, ფრონტზე დამატებითი ძალები გაგზავნოს, - იტყობინება Yonhap სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით.
დაზვერვის ცნობით, ჩრდილოეთ კორეა, ასევე, გეგმავს რუსეთში დამატებით 6 000 ჯარისკაცის გაგზავნას.
ცნობილია, რომ გასული წლის ოქტომბრიდან ჩრდილოეთ კორეამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო ძალისხმევის მხარდასაჭერად დაახლოებით 13 000 ჯარისკაცი და ასევე, იარაღი გაგზავნა.