1738083117
უცხოეთი
სამხრეთ კორეაში, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა - ევაკუაციის პროცესში 4 ადამიანი დაშავდა
სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანის აეროპორტში, Airbus-ის ტიპის თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც, ბორტიდან 176 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ BBC წერს.
ადგილობრივი სამაშველო-სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ოთხი ადამიანი იმ დროს დაშავდა, როდესაც ისინი თვითმფრინავიდან ჩამოდიოდნენ.
არსებული ცნობით, ხანძარი თვითმფრინავის კუდის განყოფილებაში, აფრენამდე ცოტა ხნით ადრე გაჩნდა და მალევე, ფიუზელაჟშიც გავრცელდა.
თვითმფრინავს ბუსანიდან ჰონგკონგის მიმართულებით უნდა შეესრულებინა რეისი.