1754041453
უცხოეთი
სამხრეთ აფრიკაში ბრაკონიერებთან საბრძოლველად მარტორქების რქებში რადიაციას შეიყვანენ

სამხრეთ აფრიკაში მეცნიერებმა ბრაკონიერებთან საბრძოლველად მარტორქების რქებში რადიოაქტიურ იზოტოპებს შეიყვანენ. ამის შესახებ Nexta live იუწყება.
სპეციალისტები იუწყებიან, რომ რადიაციის ეს დოზა ცხოველებისთვის საზიანო არ არის, მაგრამ კონტრაბანდული გზით საზღვარზე რქების გადატანისას მათი სწრაფად აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა.
გასულ წელს კვლევა ერთ-ერთ ნაკრძალში, 20 ცხოველზე ჩატარდა. 5 მარტორქას ინიექციები უკვე გაუკეთეს.
აეროპორტებსა და სასაზღვრო პუნქტებში რადიაციის მცირე დოზასაც კი დეტექტორები აფიქსირებს. ამის დახმარებით სამართალდამცველებს ბრაკონიერების ოპერატიულად დადგენის და მათი დაკავების შესაძლებლობა ექნებათ.