Loading data...
„სამხედროებს უკრაინაში არ გავაგზავნით“ - ფინეთის პრემიერი

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა წინააღმდეგია უკრაინაში ჯარების გაგზავნის სამომავლო „ცეცხლის შეწყვეტის“ უზრუნველსაყოფად.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინის რეკონსტრუქცია და მისი ევროპული გზა არ შეიძლება შეთანხმებული იყოს ევროპის გარეშე.

„ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სახით ჩავერთოთ ამ პროცესში, მაგრამ სამხედროებს უკრაინაში არ გავაგზავნით“, - აღნიშნა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ფინეთი, როგორც რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა, ამას ვერ გააკეთებს.

„მეორე მხრივ, სხვა მხრივ, სარისკო იქნებოდა თუ ფინელი ჯარისკაცები მეზობელი ქვეყნის ჯარისკაცებთან კონფლიქტში შესვლას გარისკავდნენ. ამიტომ აქ ჩვენი მთავრობის ხაზი მკაფიოა“, - აღნიშნა ორპომ.