Loading data...
სამხედრო წვრთნების გამო, პოლონეთი ბელორუსთან საზღვარს კეტავს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებით, რუსეთ-ბელორუსის დაგეგმილი სამხედრო წვრთნების გამო, მისი ქვეყანა მიმდინარე კვირაში ბელორუსთან საზღვარს დახურავს.

ტუსკმა აღნიშნა, რომ სამხედრო წვრთნები „ზაპად-2025“ 12 სექტემბერს დაიწყება.

„ხუთშაბათს საღამოს ჩვენ დავხურავთ საზღვრებს ბელარუსთან, მათ შორის რკინიგზის გადასასვლელებს“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნები, „ზაპად-2025“, 12-16 სექტემბერს გაიმართება. წვრთნებში ათასობით ჯარისკაცი და თანამედროვე სამხედრო ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას.