1753044554
უცხოეთი
სამეფო ოპერის სცენაზე მსახიობმა პალესტინის დროშა გაშალა

სამეფო ოპერის დასის წევრმა სცენაზე პალესტინის დროშა გაშალა. ინციდენტს ხანმოკლე შელაპარაკება მოჰყვა, როდესაც თეატრის წარმომადგენელი უშედეგოდ ცდილობდა პროტესტის შეჩერებას, მსახიობი კი დროშას ხელს არ უშვებდა.
შემთხვევა ჯუზეპე ვერდის ოთხმოქმედებიანი ოპერის „ტრუბადურის“ შესრულებისას, თეატრალური სეზონის დახურვაზე მოხდა.
პროტესტს თეატრის ხელმძღვანელობა გამოეხმაურა და „სრულიად შეუფერებელი“ უწოდა. პრესსპიკერის თქმით, „პალესტინის დროშის სცენაზე გატანა სპონტანური ქმედება იყო და დასის სხვა წევრებს ამ ინციდენტთან საერთო არაფერი აქვთ“.
„ეს ქმედება არ იყო დაშვებული თეატრის ხელმძღვანელობის მხრიდან, ჩვენ პირნათლად ვასრულებთ პოლიტიკური მიუკერძოებლობის მიმართ ვალდებულებას“, - აღნიშნულია სამეფო ოპერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.