1730318733
უცხოეთი
სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული - ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
აღმოსავლეთ და სამხრეთ ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა.
მედიის ცნობით, წყალდიდობას ვალენსიაში 92 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი მალაგას პროვინციაში და კიდევ ორი კასტილა-ლა მანჩაში. ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
სტიქიის გამო 115 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, მადრიდსა და ვალენსიას შორის გზები და სარკინიგზო კავშირები დაკეტილია, ვალენსიის ათობით მცხოვრები კი იძულებული გახდა ღამე გაეთენებინა მანქანების, მაღაზიებისა და ბენზინგასამართი სადგურების სახურავებზე.
კასტელიონში, ვალენსიასა და ალიკანტეში მოსახლეობისთვის გამოცხადებულია როგორც ყვითელი, ასევე, წითელი განგაშის დონე.