საქსონია-ანჰალტის არჩევნებში პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გაიმარჯვა
საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“გაიმარჯვა.
„აეფდემ“ ამომრჩეველთა ხმების 43,8% მიიღო. მეორე ადგილზე ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული“ კავშირია ხმათა 17,2%-ით, მესამე პოზიციას კი 9,3%-ით სოციალ-დემოკრატიული პარტია იკავებს. 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეძლეს მწვანეებმა, მემარცხენე პარტია „ლინკემ“ და „სარა ვაგენკნეხტის ალიანსმა.“
„ალტერნატივა გერმანიას“ გამარჯვება უკვე მიულოცეს დამარცხებული პოლიტიკური ძალების ლიდერებმა, თუმცა პარტიასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ.
როგორც მედია წერს, რომ ამ შედეგების მიხედვით, საქსონია-ანჰალტის პარლამენტში 83 ადგილი შემდეგნაირად გადანაწილდება: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 39 მანდატს მიიღებს, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ - 15-ს, „მემარცხენე პარტია“, „ალიანსი 90/მწვანეები“ და „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია“ (SDG) - რვა-რვა ადგილს, „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“ კი - 5-ს.
საქსონია-ანჰალტის მხარის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატი 35 წლის ულრიხ ზიგმუნდია.