Loading data...
„საკმარისია, დაბრუნდით მოლაპარაკებების მაგიდასთან და დადეთ შეთანხმება“ - ტრამპი ირანს მიმართავს

საკმარისია, დაბრუნდით მოლაპარაკებების მაგიდასთან და დადეთ შეთანხმება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპის თქმით, ირანის მიერ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა მიმდინარე მოლაპარაკებებს არ დაეხმარება.

თუმცა, მისი თქმით, შეთანხმება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

როგორც ამერიკის პრეზიდენტი აღნიშნავს, ირანის შეტევა დიპლომატიურ ძალისხმევას გაართულებს.

„ეს მოლაპარაკებებს ნამდვილად არ დაეხმარება. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ. ვიტყოდი, რომ შეთანხმებას ხელი ორშაბათს, სამშაბათს ან ოთხშაბათს მოეწერება. ახლა კი ეს ხდება. თქვენ უკვე გაუშვით თქვენი რაკეტები, საკმარისია. დაბრუნდით მოლაპარაკებების მაგიდასთან და დადეთ შეთანხმება“, - აცხადებს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ასევე, ბეირუთზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმებიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ამით უკმაყოფილოა.