სახელმწიფო დეპარტამენტი - მარკო რუბიომ სერგეი ლავროვს პრეზიდენტ ტრამპის მკაფიო გზავნილი გადასცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რუბიომ ლავროვს პრეზიდენტი ტრამპის მკაფიო გზავნილი გადასცა.
„სახელმწიფო მდივანი მიესალმა 16 მაისს სტამბოლში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების დროს მიღწეულ შეთანხმებას სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ. მარკო რუბიომ სერგეი ლავროვს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკაფიო სიგნალი გადასცა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
რუბიომ ასევე გაიმეორა დონალდ ტრამპის მოწოდება დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, 17 მაისს სერგეი ლავროვისა და მარკო რუბიოს სატელეფონო საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით გაიმართა.
მოგვიანებით კი, თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ 19 მაისს რუსეთის პრეზიდენტს დაურეკავს, შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტს.
ტრამპის განცხადებით, საუბრის თემა უკრაინაში სისხლის ღვრის შეჩერება იქნება.