Loading data...
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი: აშშ რუსეთს არა სიტყვებით, არამედ ქმედებებით შეაფასებს

აშშ რუსეთს არა სიტყვებით, არამედ ქმედებებით შეაფასებს, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტემი ბრიუსმა განაცხადა.

გარდა ამისა, მან ახსენა უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის დადებული შეთანხმება. 

„უკრაინასთან გვაქვს უზარმაზარი შეთანხმება რეინვესტირების ფონდის შესახებ, არა მხოლოდ კრიტიკულ მინერალებთან, არამედ სხვა ენერგორესურსებთან დაკავშირებითაც, სადაც საუბარია არა ამერიკელი გადასახადის გადამხდელების დოლარის გამოყენებაზე, მაგრამ ამ შეთანხმებიდან მიღებული შემოსავალი ნაწილობრივ მიდის ფონდში, რომელიც დაეხმარება უკრაინას აღდგენაში.

რუსეთს ქმედებებით შევაფასებთ და არა სიტყვებით. ჩვენ უკრაინასთან მივაღწიეთ შეთანხმებას კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალებისა და ენერგიის შესახებ, რათა მათი აღდგენა დაფინანსდეს. ახლა კონფლიქტის დასასრულებლად ორივე მხარისგან კონკრეტული წინადადებები გვჭირდება“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა  X-ზე (Twitter) გამოქვეყნებულ გამოსვლაში.

ამასთან, მისი თქმით, წინსვლისთვის საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა.

„ამავდროულად, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ კონფლიქტის კუთხით წინსვლისთვის აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა“, - დასძინა ტემი ბრიუსმა.