Loading data...
საქართველოს საზღვრის სიახლოვეს თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი სატრანსპორტო თვითმფრინავი, C-130 Hercules ჩამოვარდა. ამის შესახებ Report.az იუწყება.

თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან თურქეთში მიფრინავდა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ამჟამად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ამ ინფორმაციას საქართველოს შს სამინისტროც ადასტურებს.