1759650559
უცხოეთი
საჰაერო ბუშტების გამო ვილნიუსის აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა

ლიეტუვის დედაქალაქის, ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა დროებით შეჩერდა. ამის მიზეზი ჰაერში საჰაერო ბუშტების გამოჩენა გახდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
თვითმფრინავები, რომლებიც ვილნიუსში მიფრინავდნენ, ლატვიის და პოლონეთის აეროპორტებში გადაამისამართეს. ერთი რეისი, რომელიც კოპენჰაგენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, კვლავ დანიის დედაქალაქის აეროპორტში დაბრუნდა.
მიმდინარე წლის აგვისტოში ლიეტუვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბელარუსის საზღვართან ფრენებისთვის აკრძალული 90 კმ-იანი ზონა დააწესა, რადგანაც ბელარუსიდან ლიეტუვაში დრონების შეფრენის ფაქტები დაფიქსირდა. ვილნიუსი ბელარუსის საზღვრიდან 30 კმ-ში მდებარეობს.