Loading data...
საფრანგეთში სასწავლო ფრენის დროს, Mirage-ის ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა - არის მსხვერპლი

საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ნანსის მახლობლად, Mirage 2000D ტიპის გამანადგურებელი სასწავლო-საწვრთნელი ფრენის დროს ჩამოვარდა, - ამის შესახებ Le Figaro იუწყება.

საფრანგეთის საჰაერო ძალების ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად, სულ მცირე, ერთი ეკიპაჟის წევრი დაიღუპა. ეკიპაჟის მეორე წევრის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მეხანძრეები, სამხედრო შვეულმფრენები და სპეციალური უპილოტო საფრენი აპარატები. ნაპოვნია თვითმფრინავის ნამსხვრევები.

ავიაკატასტროფის მიზეზები და გარემოებები ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული.