საფრანგეთში მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან - პარიზი ევროკავშირისგან დახმარებას ითხოვს
„მასშტაბური ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად საფრანგეთმა ევროკავშირს დახმარება სთხოვა“, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, უკვე ცნობილია, რომ საფრანგეთს ხორვატია, პორტუგალია, ჩეხეთი და სლოვაკეთი დაეხმარებიან, რისთვისაც მათ მადლობას უხდის.
„ქვეყანაში, განსაკუთრებით ჟირონდაში, მძვინვარე ხანძრების ფონზე ვითარება კვლავ ძალიან დაძაბულია. ჩემი ფიქრები ჩვენს მეხანძრეებსა და სამაშველო ძალებთანაა, რომლებიც ხანძრის ფრონტზე იბრძვიან. მათი გამბედაობა პატივისცემას იმსახურებს. საფრანგეთმა მოითხოვა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის გააქტიურება. მალე შეგვეძლება, იმედი გვქონდეს ორი ხორვატიული Canadair-ის თვითმფრინავის, ორი პორტუგალიური Air Tractor-ის თვითმფრინავის, ასევე ჩეხეთისა და სლოვაკეთისგან ორი მძიმე Black Hawk-ის ვერტმფრენის. ეს კონკრეტული, სწრაფი და ოპერატიული სოლიდარობა ძვირფასი ძალაა ამ განსაცდელში. მადლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სოლიდარობისთვის“, – წერს ემანუელ მაკრონი.
ცნობისთვის, საფრანგეთში რამდენიმე დღეა, ტყის ხანძრებს ებრძვიან. სტიქიის გამო 30 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.
La situation reste sous très forte tension face aux incendies qui frappent le pays, en particulier en Gironde.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) July 23, 2026
Mes pensées vont à nos sapeurs-pompiers et aux forces de secours qui luttent sans relâche sur le front des flammes. Leur courage force le respect.…