1786718574
უცხოეთი
საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის კანონი დაბლოკა
საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ დაბლოკა კანონი, რომელიც 15 წლამდე ბავშვებს სოციალური ქსელების გამოყენებას უკრძალავს. ამის შესახებ France 24 იუწყება.
საბჭოს განმარტებაში აღნიშნულია, რომ ეს კანონი აზრის გამოხატვის თავისუფლებას არღვევს.
ცნობისთვის, საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვის კანონი მიმდინარე წლის ივლისში მიიღო. საფრანგეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდა, რომლის პარლამენტმა ეს კანონი დაამტკიცა.
საფრანგეთში პარლამენტის მიერ კანონის მიღების შემდეგ ის საკონსტიტუციო საბჭომ უნდა შეამოწმოს. თუ საბჭო დარღვევას ვერ აღმოაჩენს, კანონს პრეზიდენტი ხელს აწერს.