Loading data...
საფრანგეთი უახლოეს დღეებში ღაზას დახმარებას საჰაერო გზით მიაწვდის

საფრანგეთი უახლოეს დღეებში საჰაერო ოპერაციას განახორციელებს ღაზას მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად, სადაც ბრძოლები გრძელდება. ამის შესახებ მედია ფრანგულ დიპლომატიურ წრეებზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც წყარომ აღნიშნა, ოპერაცია განხორციელდება „მშვიდობიანი მოსახლეობის ყველაზე აუცილებელი და გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით“.

„ამ ოპერაციების დროს მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უმკაცრესი ზომები მიიღება“, - აღნიშნა წყარომ.

მისივე თქმით, „საფრანგეთი ასევე მუშაობს ჰუმანიტარული დახმარების სახმელეთო ტრანსპორტით მიწოდების ორგანიზებაზე“.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანია იორდანიის მხარდაჭერით ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო გზით მიწოდების ორგანიზებას გეგმავს.

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ისრაელს მოუწოდა, „დაუყოვნებლივ გააუმჯობესოს კატასტროფული ჰუმანიტარული სიტუაცია ღაზაში ყოვლისმომცველი და მდგრადი გზით“.