საბერძნეთში ტყის ხანძრის გამო სამი დასახლებული პუნქტის ევაკუაცია განხორციელდა
საბერძნეთის ქალაქ თესალონიკთან ახლოს ტყის ხანძარი გაჩნდა, რის გამოც სამი დასახლებული პუნქტის ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ ქვეყნის სახანძრო სამსახურმა განაცხადა, იუწყება Associated Press-ი.
საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძარი ადგილობრივი დროით 4 ივლისს, საღამოს მთიან რეგიონში, ხეობაში გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა დაბლობზე, სადაც ძირითადად ბუჩქნარი დაიწვა.
სახანძრო სამსახურმა აღნიშნა, რომ საცხოვრებელი შენობები გადარჩა, თუმცა რამდენიმე კერძო დაწესებულება დაზიანდა.
ანთოუპოლის, ფილოთეისა და გალინის პატარა დასახლებების მცხოვრებლებმა მიიღეს SMS შეტყობინებები, რომლებშიც მათ ევაკუაციისკენ მოუწოდებდნენ.
მოგვიანებით ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დააკავეს 76 წლის მამაკაცი, რომელიც ცეცხლის წაკიდებაშია ეჭვმიტანილი. საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ცნობით, ის, „როგორც ჩანს, ფხიზელი არ იყო“.