Loading data...
საბერძნეთში ტყის ხანძრების უმეტესობა მეხანძრეებმა ჩააქრეს

მეხანძრეებმა ბოლო დღეებში საბერძნეთში გაჩენილი ტყის ხანძრების უმეტესობა ჩააქრეს, თუმცა ხანძრის გაჩენის რისკი კვლავ მაღალია.

სახანძრო სამსახურის ცნობით, ჰალკიდიკიში, სტრატონის ტყის ტერიტორიაზე გაჩენილი ტყის ხანძარი ნაწილობრივ კონტროლს დაექვემდებარა და საცხოვრებელ ტერიტორიას საფრთხე არ ემუქრება. ხანძრის ჩასაქრობად 60 მეხანძრე და 20 მანქანა იყო მობილიზებული.

როგორც მედია წერს, ტყის ხანძრების რისკი ძალიან მაღალია ატიკაში, პელოპონესში, ცენტრალურ საბერძნეთში, თესალიაში, ცენტრალურ მაკედონიაში, აღმოსავლეთ მაკედონიასა და თრაკიაში, ასევე ჩრდილოეთ და სამხრეთ ეგეოსის ზღვაში.