1769433854
უცხოეთი
საბერძნეთში ორცხობილების ქარხანაში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა
საბერძნეთში, ქალაქ ტრიკალაში ორცხობილების მწარმოებელ ქარხანაში ძლიერი ხანძარი იყო. წერს BBC.
როგორც მედია წერს, ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა. ქარხანაში 13 მუშა იმყოფებოდა. რვამ გამოსვლა მოახერხა. ერთი ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. ადგილზე სამძებრო სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხანძარი, შესაძლოა, გაზის გაჟონვას გამოეწვია.
სახანძრო სამსახურის ცნობით, შემთხვევის ადგილზე 50-ზე მეტი მეხანძრე და 16 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული.