1771755839
უცხოეთი
საბერძნეთში მიგრანტების ნავი ჩაიძირა, არის მსხვერპლი
საბერძნეთში კალოი-ლიმენესის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა. შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე დაკარგულად ითვლება. მაშველებმა 20-მდე მიგრანტის გადარჩენა შეძლეს. მათი უმრავლესობა ეგვიპტისა და სუდანის მოქალაქეა.
საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ERT-ის ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ხომალდი მიგრანტების ხის ნავს მიუახლოვდა.
იმ დროს, როდესაც მგზავრები ხომალდზე კიბეებით ასვლას ცდილობდნენ, მოძრაობამ პატარა ნავის გადაბრუნება გამოიწვია.