1789997649
უცხოეთი
საბერძნეთში დასავლეთ ნილოსის ვირუსით ერთ კვირაში სამი ადამიანი გარდაიცვალა
საბერძნეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში დასავლეთ ნილოსის ვირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.
მიმდინარე წელს საბერძნეთში ამ დაავადების 370 ფაქტი დაფიქსირდა და წლის დასაწყისიდან 33 ადამიანი გარდაიცვალა.
ათენის ნაციონალური უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა გიკას მაიორკინისმა მედიას განუცხადა, რომ ვირუსი კოღოებით და გადამფრენი ფრინველებით ვრცელდება, რომლებიც დიდი ქალაქების, მათ შორის ათენის ცენტრშიც იმყოფებიან.