Loading data...
საბერძნეთში ავიაგამანადგურებელმა კატასტროფა განიცადა

საბერძნეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებელმა F-4 Phantom-მა ავიაშოუს დროს კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

ინციდენტი ტანაგრას აეროპორტში, ათენის მახლობლად მოხდა.

ორადგილიანი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ აფეთქება მოხდა. თვითმხილველები იუწყებიან, რომ ავიაგამანადგურებელმა სიმაღლე ძალიან მალე დაკარგა და მიწაზე დაეცა.

ადგილზე პარაშუტები აღმოჩენილი არ ყოფილა. პილოტების ბედი უცნობია. გამოიყენეს თუ არა მათ კატაპულტირების სისტემა, ასევე უცნობია.