Loading data...
საბერძნეთის სანაპიროსთან, მიგრანტების ნავი სანაპირო დაცვის გემს შეეჯახა - დაიღუპა 15 მიგრანტი

ეგეოსის ზღვაში, საბერძნეთის სანაპიროსთან, მიგრანტების ნავისა და სანაპირო დაცვის გემის შეჯახების შედეგად, 15 მიგრანტი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ საბერძნეთის სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

შეჯახება მას შემდეგ მოხდა, რაც მიგრანტების ნავმა, რომელიც კუნძულ ქიოსის მიმართულებით მიცურავდა, სანაპირო დაცვის საპატრულო გემის სიგნალები უგულებელყო და კურსი შეიცვალა.

სანაპირო დაცვის წარმომადგენლების თქმით, რვამეტრიანი ნავზე, სულ მცირე, 39 მგზავრი იმყოფებოდა. 

სანაპირო დაცვის ცნობით, 25 მიგრანტი გადაარჩინეს, მათ შორის შვიდი ქალი, შვიდი კაცი და 11 არასრულწლოვანი.

მიგრანტები, ძირითადად ავღანელები იყვნენ. ერთი მაროკოელი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ინციდენტი 3 თებერვალს, გვიან საღამოს მოხდა.