საბერძნეთის მთავრობა: თურქეთში განვითარებული მოვლენები უახლოეს მომავალში პრემიერ მიცოტაკისისა და პრეზიდენტ ერდოღანის შეხვედრას გამორიცხავს

თურქეთში განვითარებული მოვლენები ართულებს საბერძნეთსა და თურქეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებას, რაც გამორიცხავს პრემიერ-მინისტრ მიცოტაკისსა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის შესაძლებლობას უახლოეს მომავალში. ამის შესახებ საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენელმა პავლოს მარინაკისმა განაცხადა.
საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენელმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც სტამბოლის მერის ეკრემ იმამოღლუს დაკავების ფონზე ორი ლიდერის შეხვედრის შესაძლებლობას ეხებოდა.
„ჩვენ ვაკვირდებით თურქეთში განვითარებულ მოვლენებს. სიტუაცია რჩება არასტაბილური და შემაშფოთებელი. რაც შეეხება იმამოღლუს, ჩვენი პოზიცია რჩება მტკიცე. ამ მოვლენების გათვალისწინებით, საბერძნეთსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის უშუალო უმაღლესი საბჭოს გამართვა რთულ ამოცანად იქცა“, - აცხადებს საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენელი.
როგორც ცნობილია, თურქეთის ხელისუფლებამ 19-დან 23 მარტამდე აქციის 1133 მონაწილე დააკავა.
სასამართლომ 23 მარტს კორუფციის ბრალდებით სტამბოლის ოპოზიციონერ მერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.