Loading data...
„საბედისწერო კომბინაცია“ - ტუსკი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულ მდგომარეობაზე

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა აშშ-ის „სამშვიდობო გეგმის“ ირგვლივ აქტიური მოვლენების პერიოდში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულ მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, სავარაუდოდ, პირველია იმ ევროპის უმაღლესი თანამდებობის პირთაგან, რომელმაც ანდრეი ერმაკის გადადგომაზე კომენტარი გააკეთა.

„ორბანი პუტინთან მიდის, ნავროცკი ორბანთან. „ვიტკოფის გეგმაზე“ მოლაპარაკებები ქაოსშია, კიევი კი პოლიტიკურ კრიზისშია. საბედისწერო კომბინაცია“, - წერს ის.