1777402996
უცხოეთი
Ryanair-ის დირექტორი აცხადებს, რომ საწვავზე მაღალი ფასები თუ შენარჩუნდება, ევროპული ავიაკომპანიები შესაძლოა, გაკოტრდეს
კომპანია Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორის მაიკლ ო’ლირის განცხადებით, ზაფხულის განმავლობაში საწვავის ფასები თუ მაღალი დარჩება, ევროპული ავიაკომპანიები შესაძლოა, გაკოტრდეს.
მაიკლ ო’ლირიმ CNBC-ს განუცხადა, რომ ბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair-ი შედარებით დაცულია, რადგან მან საწვავის მოთხოვნილებების 80% ჯერ კიდევ აქვს, თუმცა მისი კონკურენტები, შესაძლოა, „რეალურ ფინანსურ სირთულეებს“ წააწყდნენ.
„Jet A-1 საწვავი მარტში ბარელზე დაახლოებით 80 დოლარი ღირდა. ახლა ის 150 დოლარია“, – აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.
ინფორმაციისთვის, საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ევროპას შესაძლოა, რამდენიმე კვირაში ავიასაწვავის მწვავე დეფიციტი შეექმნას.