რუტემ გერმანიას მადლობა გადაუხადა ნატოს ინიციატივის დაფინანსებისთვის, რომელიც უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდებას ითვალისწინებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ გერმანიას უკრაინისთვის 500 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტის დაფინანსებისთვის მადლობა გადაუხადა. მის სიტყვებს Tagesschau ციტირებს.
რუტემ მადლობა გადაუხადა გერმანიას უკრაინისთვის 500 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობის დაფინანსებისთვის, რომელსაც შეერთებული შტატები მიაწვდის.
„ეს მიწოდება უკრაინას რუსული აგრესიისგან თავის დაცვაში დაეხმარება“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
ინფორმაციისთვის, აშშ-მა და ნატომ უკრაინის ამერიკული იარაღით მომარაგების ახალი მექანიზმი - უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია (PURL) - აამოქმედეს, რომელიც საბრძოლო მასალის ალიანსის სხვა წევრების შენატანებით დაფინანსებას ითვალისწინებს.
ნიდერლანდებმა, PURL-ის ფარგლებში, მოამზადა 500 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტი უკრაინისთვის, რომელიც მოიცავდა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის კომპონენტებსა და რაკეტებს.
შვედეთი, ნორვეგია და დანია ერთობლივად დაახლოებით 500 მილიონ დოლარს გამოყოფენ.