Loading data...
რუტე: უკრაინის გზა ნატოსკენ შეუქცევადია, მაგრამ არასოდეს მიგვიცია დაპირება, რომ გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება სამშვიდობო შეთანხმებების ფარგლებში იქნებოდა

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსის გადაწყვეტილება უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ, ყველა პოლიტიკური განცხადების მიუხედავად, უცვლელი რჩება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბრიუსელში ალიანსის მინისტერიალის დასრულების შემდეგ განუცხადა.

გენერალურმა მდივანმა ითხოვა, არ აურიონ ერთმანეთში უკრაინის წევრობის საკითხი და სამშვიდობო მოლაპარაკებები. მან ასევე აღნიშნა, რომ ნატოს ვაშინგტონის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინის გზა შეუქცევადია, მაგრამ არასოდეს მიგვიცია დაპირება, რომ გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება სამშვიდობო შეთანხმებების ფარგლებში იქნებოდა“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.