Loading data...
რუტე: რუსეთის შემდეგი სამიზნე ჩვენ ვართ, ევროპა უნდა მოემზადოს იმ მასშტაბის ომისთვის, რომელიც ჩვენმა ბაბუებმა, ბებიებმა და დიდმა წინაპრებმა გადაიტანეს

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ წევრ ქვეყნებს მოუწოდა, მეტი გააკეთონ, რათა მასშტაბური ომისთვის მოემზადონ და და გააფრთხილა ისინი, რომ რუსეთი, შესაძლოა, ხუთ წლიან პერიოდში მზად იყოს ალიანსზე თავდასხმისთვის.

„ჩვენ რუსეთის შემდეგი სამიზნე ვართ. და ჩვენ უკვე საფრთხეში ვართ.  რუსეთმა ევროპაში ომი დააბრუნა და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ისეთი ომისთვის, რომელიც ჩვენმა ბაბუებმა, ბებიებმა და დიდმა წინაპრებმა გადაიტანეს“, - აცხადებს რუტე.

მისვე განცხადებით, მართალია, ალიანსის წევრებმა სამხედრო ხარჯები გაზარდეს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

„ახლა საკუთარი თავისთვის მილოცვის დრო არ არის. ვშიშობ, ბევრი ადამიანი ჩუმად თვითკმაყოფილია, ბევრი ვერ გრძნობს გადაუდებელი მოქმედების საჭიროებას, ბევრი ფიქრობს, რომ დრო ჩვენს მხარესაა. ეს ასე არ არის. მოქმედების დრო ახლაა“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

რუტემ გააფრთხილა, რომ რუსეთი შესაძლოა საკმარისად ძლიერი იყოს, რომ ნატოს ტერიტორიას უფრო ადრე შეუტიოს, ვიდრე ბევრი ვარაუდობს.

პუტინმა უკვე დაადასტურა ნება, გაწიროს მილიონობით მოქალაქის სიცოცხლე.

„პუტინი საკუთარი სიამაყის ფასს თავისი ხალხის სისხლით იხდის. თუ ის მზადაა, ასე გაწიროს ჩვეულებრივი რუსები, მაშინ ჩვენთვის გასაკეთებლად რისთვის იქნება მზად?“ - აცხადებს რუტე.