Loading data...
რუტე: რუსეთის ომი ნატოს წინააღმდეგ უკრაინაში მიმდინარე ომის მსგავსი არ იქნება

თუ რუსეთი „საკმარისად სულელია“ ნატოზე თავდასხმისთვის, ეს იქნება ღია ომი რუსეთსა და ალიანსს შორის. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ 13 ოქტომბერს ლიუბლიანაში, ალიანსის საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა, იტყობინება La Repubblica.

„ვიმედოვნებთ, რომ ეს არასდროს მოხდება. თუმცა, თუ რუსეთი იმდენად სულელია, რომ თავს დაგვესხას, ეს რუსეთსა და ნატოს შორის ღია ომი იქნება“, - განაცხადა რუტემ.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციასა და ნატოს შორის შესაძლო ომი განსხვავებული იქნებოდა რუსეთსა და უკრაინას შორის ამჟამად მიმდინარე ომისგან.

„ეს რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომისგან განსხვავებული იქნება მრავალი მიზეზის გამო, რომელთა დეტალურად ახსნა ახლა არ შემიძლია, რადგან არ გვინდა, რომ მათ ინფორმაციული უპირატესობა მივცეთ, თუმცა ეს ომი განსხვავებული იქნება“, - აღნიშნა მან.