1772715013
უცხოეთი
რუტე: ნატოს მოკავშირეები, ირანში შექმნილი ვითარების მიუხედავად, უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ
ნატოს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების მიუხედავად, მოკავშირეები უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ. ამის შესახებ მან Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
რუტეს თქმით, ბევრი მოკავშირე ფიქრობს, რომ აშშ-ის ოპერაციის მხარდაჭერა უკრაინის მხარდაჭერას ხელს არ უშლის.
„ბევრი ლიდერი ევროპაში, ამერიკის შეერთებული შტატებსა და კანადაში ამბობს, რომ ეს უნდა იყოს „და, და“ პრინციპი: უნდა დავრწმუნდეთ, რომ მოკავშირეების რანგში ჩვენ მხარს დავუჭერთ იმას, რასაც ამერიკელები ახლო აღმოსავლეთში აკეთებენ... და ამავდროულად, უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას აქვს ყველაფერი, რაც მას ბრძოლაში სიმტკიცის შესანარჩუნებლად სჭირდება“, - აღნიშნა მან.