1773859897
უცხოეთი
რუტე: მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის გზებს ეძებენ
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსი თავის მოკავშირეებთან ერთად განიხილავს, თუ როგორ უნდა გაიხსნას ჰორმუზის სრუტე.
რუტემ ხაზი გაუსვა სრუტის მნიშვნელობას, რომელიც ირანთან კონფლიქტის გამო პრაქტიკულად ბლოკირებულია და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით „ბევრ“ მოკავშირესთან კონტაქტშია.
„რა თქმა უნდა, ყველანი ვთანხმდებით, რომ სრუტე ხელახლა უნდა გაიხსნას. რაც ვიცი, ისაა, რომ მოკავშირეები ერთად მუშაობენ, განიხილავენ, თუ როგორ გააკეთონ ეს, რა არის ამის გაკეთების საუკეთესო გზა. ისინი ერთად მუშაობენ ამ სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად“, - ხაზგასმით აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.