რუტე აცხადებს, რომ ნატოს წევრები ჩამორჩებიან რუსეთს და ჩინეთს იარაღის წარმოებაში

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსის წევრები იარაღის წარმოებაში ჩამორჩებიან რუსეთს და ჩინეთს.
რუტე მიიჩნევს, რომ ნატოს მეტი იარაღის წარმოება სჭირდება.
„ჩვენ არ ვაკეთებთ საკმარისს. არც აშშ-ში და არც ევროპაში. ჩვენ ჩამოვრჩებით რუსებს და ჩინელებს იარაღის წამოებაში“, - აღნიშნა მან.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, ასევე, დასძინა, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ძლიერი თავდაცვის ინდუსტრია, მაგრამ მეტი უნდა გაკეთდეს წარმოების გასაზრდელად.