რუტე: ახლა ბურთი პუტინის მოედანზეა

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ შეაქო 13 აგვისტოს სხვადასხვა ფორმატში გამართული მოლაპარაკებები ევროპელი ლიდერების, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების მონაწილეობით.
„შესანიშნავი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან, ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან პრეზიდენტ ტრამპისა და პუტინის ალასკაში შეხვედრის წინ“, - განაცხადა რუტემ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მან შეაქო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ლიდერობა და მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაცია.
„ჩვენ გვაერთიანებს სურვილი, დავასრულოთ ეს საშინელი ომი უკრაინის წინააღმდეგ და მივაღწიოთ სამართლიან და მდგრად მშვიდობას. ბურთი ახლა პუტინის მოედანზეა“, - დასძინა რუტემ.
Great call with @POTUS, @ZelenskyyUA & European leaders ahead of President Trump’s meeting with Putin in Alaska. We are united in pushing to end to this terrible war against 🇺🇦 & achieve just and lasting peace. Appreciate @realDonaldTrump leadership & close coordination with…
— Mark Rutte (@SecGenNATO) August 13, 2025