რუთ ფირმენიხი: ევროკავშირი ცდილობს, რუსეთის წინააღმდეგ ახალი ფრონტი გახსნას, მზად არის, ისევე, როგორც უკრაინელები, ქართველებიც ცეცხლში გააგზავნოს
„ევროკავშირი საქართველოს მიმართ ორმაგ სტანდარტებს იყენებს და ეს ყველაფერი ეჭვს იწვევს“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რუთ ფირმენიხმა ევროპარლამენტის სხდომაზე საქართველოში დემოკრატიული კრიზისის თემაზე დებატების დროს განაცხადა.
მისივე შეფასებით, ამის მიზანია საქართველოში რეჟიმის შეცვლა.
ამასთან, როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, ვისაც დემოკრატიის სწამს, დიპლომატიას მიმართავდა და არა რეჟიმის შეცვლას.
„რა მოხდებოდა ბრიუსელში, თუ დემონსტრანტთა ჯგუფი ძალადობრივად შეიჭრებოდა მთავრობის შტაბ-ბინაში? როგორ იმოქმედებდით, თუ ყოფილი მმართველი პარტიის პოლიტიკოსები თითოეულ პოლიციელს 200 000 დოლარს დაპირდებოდნენ, რომ არ დაემორჩილონ ბრძანებებს? სწორედ ეს მოხდა თბილისში და ამ დარბაზში ამას ზეიმობენ. ეს წარმოუდგენელია. ევროკავშირი ორმაგ სტანდარტებს იყენებს საქართველოს მიმართ და ეს ყველაფერი ეჭვს იწვევს, ეს არ ეხება სამართლის უზენაესობას, დემოკრატიას თუ ადამიანის უფლებებს. ეს უბრალოდ და მარტივად, გეოპოლიტიკური მიზეზებია. მიზანია რეჟიმის შეცვლა საქართველოში. ევროკავშირი ცდილობს, ახალი ფრონტი გახსნას რუსეთის წინააღმდეგ და მზად არის, ისევე, როგორც უკრაინელების შემთხვევაში, ქართველები ცეცხლში გააგზავნოს, რითაც განადგურდება ნდობის უკანასკნელი ნაწილიც კი. ისინი, ვისაც დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის სწამს, დიპლომატიას მიმართავდა და არა რეჟიმის შეცვლას“, – აღნიშნა რუთ ფირმენიხმა.