Loading data...
რუსულმა თვითმფრინავმა ბელგოროდის ოლქში შემთხვევით ავიაბომბი ჩამოაგდო, დაზიანდა რკინიგზის ლიანდაგი

რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა შემთხვევით ბელგოროდის ოლქში 500 კგ-იანი ავიაბომბი ჩამოაგდო. ბომბი არ აფეთქდა, მაგრამ მან სარკინიგზო ლიანდაგის ნაწილი დააზიანა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

როგორც ტელეგრამ-არხი MSN იუწყება, ბომბის ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა „რაზუმნოე-ტომაროვკას“ სარკინიგზო მონაკვეთი, სადაც ამ დროს მატარებელი მოძრაობდა. საგარეუბნო მატარებელში 15 ამდდიანიმ იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მემანქანემ ლიანდაგის დაზიანება დროზე შენიშნა და დაამუხრუჭა, ორიდან ერთი ვაგონი ლიანდაგიდან მაინც გადავიდა. ერთი ადამიანი დაშავდა.

თავდაპირველად რუსულ მედიაში გავრცელდა მოსაზრება, რომ ლიანდაგი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად დაზიანდა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია პაბლიკებიდან გაქრა.

ამის შემდეგ ტელეგრამ-არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გამნაღმველებმა ავიაბომბი გააუვნებლეს. შემდეგ კი მას პოლიგონზე გადაიტანენ და გაანადგურებენ.