Loading data...
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე საჰაერო იერიში მიიტანეს

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე საჰაერო იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. 

უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ასევე დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა. 

დაზიანდა 10 ავტომობილი. 

„დაშავებულებს შესაბამისი სამედიცინო დახმარებას უწევენ“, - განაცხადა ზაპოროჟიეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფიოდოროვი.