1769680254
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანეს - დაღუპულია 3 ადამიანი
ზაპოროჟიეს რეგიონში რუსული ძალების დრონებით იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და კიდევ რამდენიმე დაშავდა. ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი იტყობინება.
მისივე თქმით, რუსების იერიშის შემდეგ ქალაქში ხანძარი გაჩნდა.
„სამწუხაროდ, ორი ქალი და ერთი კაცი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი მამაკაცი დაშავდა. ის ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებას იღებს“, - დასძინა ფიოდოროვმა.
ინფორმაციისთვის, 28 იანვრის საღამოს ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი საჰაერო იერიშის შესახებ განაცხადა.