1756804287
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქში დასახლებულ პუნქტებს დაახლოებით 600-ჯერ შეუტიეს. დაიღუპა 2 მშვიდობიანი მოქალაქე, - ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი იტყობინება.
ფიოდოროვის თქმით, მტერმა 18 დასახლებულ პუნქტს შეუტია.
„რუსების თავდასხმებისგან ყველაზე მეტად პოლოხოვსკის რაიონი დაზარალდა. კერძოდ, ომელნიკზე საჰაერო დარტყმის შედეგად, 64 წლის ქალი და 65 წლის კაცი დაიღუპნენ“, - აცხადებს ფიოდოროვი.
რუსებმა ასევე, ოლქს 400-ზე მეტი დრონით შეუტიეს.