რუსულმა ძალებმა უკრაინაში, სამ ოლქში საარტილერიო ცეცხლი გახსნეს - 3 ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაშავდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს, სუმს, ხერსონს, დონეცკსა და ხარკოვის ოლქებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა, რასაც 3 ადამიანი ემსხვერპლა და 35 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინული მხარის ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქში რუსულმა ძალებმა 36 დასახლებულ პუნქტზე 624 თავდასხმა განახორციელეს. ზაპოროჟიესა და პოლოხივსკის ოლქებში იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა.
რუსებმა ასევე დააზიანეს სახლები, მანქანები და ინფრასტრუქტურა.
სუმის ოლქში ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსების 130-ზე მეტი თავდასხმა დაფიქსირდა. 48 წლის კაცი დაიღუპა და კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა.
ხერსონის ოლქში კი, რუსულმა ძალებმა საცხოვრებელ ადგილებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას შეუტიეს, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.
დონეცკის ოლქში, სლავიანსკში რუსეთის მიერ განხორციელებულმა სროლებმა ერთი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა და ხუთი დაშავდა.
ხარკოვის ოლქში რუსების იერიშის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის შვიდი წლის ბავშვი.