Loading data...
რუსულმა ძალებმა უკრაინაში, ქალაქ ლუცკზე იერიში მიიტანეს

რუსულმა ძალებმა 21 აგვისტოს დილას უკრაინის ქალაქ ლუცკზე იერიში მიიტანეს. 

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, რუსების იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა და შენობები დაზიანდა.

„ლუცკში, დილის მტრის თავდასხმის დროს, 48 წლის ქალი დაშავდა. ქალმა ხელის, ფეხისა და ზურგის არეში დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზიანდა, ასევე შენობები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

უკრაინის მასშტაბური დაბომბვა 21 აგვისტოს

უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე კიდევ ერთი მასშტაბური იერიში მიიტანეს. რუსებმა „ შაჰედის“ ტიპის დრონები, ფრთოსანი რაკეტები და „კინჟალის“ რაკეტები გამოიყენეს. 

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ეს ომის მიმდინარეობის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა იყო. 

საჰაერო თავდაცვის ძალებმა 577 სამიზნე ჩამოაგდეს, მათ შორის „კინჟალის“ რაკეტები.