1784877331
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა უკრაინაში ქალაქ იზიუმზე მართვადი ავიაბომბებით იერიში მიიტანეს
რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში, ქალაქ იზიუმზე მართვადი ავიაბომბებით იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინული მხარის ცნობით, სხვა ობიექტებთან ერთად დაზიანდა „ნოვაია ფოშტას“ სატვირთო განყოფილება და საწყობი.
„დღეს, დაახლოებით დილის 4:08 საათზე, რუსულმა ძალებმა შეტევა დაიწყეს იზიუმის სამრეწველო მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე. მოწინააღმდეგემ გამოიყენა სამი მართვადი ავიაბომბი. ბომბები მოხვდა „ნოვა პოშტას“ ფოსტის სატვირთო განყოფილებას, საწყობს და ღია სივრცეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინული მხარე შესაძლო დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ავრცელებს.